რევაინის მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს ქართული ნატურალური ღვინო, რომელსაც უჩვეულო, მაგრამ დასამახსოვრებელი ხასიათი აქვს. ჩვენი მეღვინეები იყენებენ ქართული ტრადიციული ღვინის დაყენების მეთოდს. რევაინის კოლექციის ღვინოები არ შეიცავს ხელოვნურ საფუარს, საღებავებს და სხვა ქიმიურ დანამატებს. მნიშვნელოვანია, რომ ვენახები არ იწამლება მავნე ქიმიკატებით.
ჩვენთან გაიცნობთ მეღვინეებს, რომლებიც ქმნიან ცოცხალ, ნამდვილ და განსაკუთრებულ ღვინოსა და ემოციას.
მოუთმენლად ველით თქვენთან ჭიქა ღვინის გაზიარებას.
