ჩვენს შესახებ

rewine-bar-photo rewine-bar-photo

მოგესალმებით ReWine-ში, ნატურალური ღვინის ბარში, რომელიც ძველი თბილისის გულში გიმასპინძლებთ

ჩვენთან დაგხვდებათ ქართული ნატურალური ღვინის გამორჩეული კოლექცია, რომელიც დიდი ყურადღებითაა შერჩეული, რადგან დიდ პატივს ვცემთ ტრადიციებსა და გარემოს. რევაინის კოლექცია აერთიანებს ქართული მეღვინეობის ცოცხალ სულსა და მდიდარ მემკვიდრეობას.

ჩვენთან აღმოაჩენთ ქართველი მეღვინეების საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს და ისიამოვნეთ არომატებით, რომელიც ჭეშმარიტად გადმოსცემს ტრადიციებს. ამ ყველაფერს კი განსაკუთრებულად ძველი თბილისის ისტორიული გარემო აქცევს.

რევაინის მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს ქართული ნატურალური ღვინო, რომელსაც უჩვეულო, მაგრამ დასამახსოვრებელი ხასიათი აქვს. ჩვენი მეღვინეები იყენებენ ქართული ტრადიციული ღვინის დაყენების მეთოდს. რევაინის კოლექციის ღვინოები არ შეიცავს ხელოვნურ საფუარს, საღებავებს და სხვა ქიმიურ დანამატებს. მნიშვნელოვანია, რომ ვენახები არ იწამლება მავნე ქიმიკატებით.

ჩვენთან გაიცნობთ მეღვინეებს, რომლებიც ქმნიან ცოცხალ, ნამდვილ და განსაკუთრებულ ღვინოსა და ემოციას.
მოუთმენლად ველით თქვენთან ჭიქა ღვინის გაზიარებას.